საპრეზენტაციო პროგრამა და მოსწავლეთა 

ნამუშევრები

    პრეზენტაციის შექმნის პროცესი საკმაოდ შრომატევადია და მოითხოვს შემოქმედებით მიდგომას. პრეზენტაციის ავტორს მოეთხოვება არა მარტო პრეზენტაციის თემის ღრმა ცოდნა, არამედ რეჟისურისა და დიზაინის გარკვეული უნარები.  რა თქმა უნდა, PowerPoint -ს აქვს უამრავი დამხმარე საშუალება, რომელიც გაგვიადვილებს მუშაობას. 

             პრეზენტაციის შექმნის პროცესი პირობითად ორ ეტაპად იყოფა: მოსამზადებელი  და პროგრამული რეალიზაციის ეტაპი. 
 პრეზენტაციის შექმნის ეტაპები:

      მოსამზადებელი ეტაპი:                                              
      1. დაგეგმვა;                                                                   
      2. საინფორმაციო უზრუნველყოფა;                        ;
      3. დაპროექტება.  
                                                  
     პროგრამული რეალიზაციის ეტაპი:
       1. სლაიდების მომზადება;
       2. პრეზენტაციის ტესტირება;
       3. გამოყენება.

   პრეზენტაციებისადმი თანამედროვე მოთხოვნები მდგომარეობს იმაში, რომ მინიმალურად გამოვიყენოთ ტექსტი და გავზარდოთ პრეზენტაციის ვიზუალური ეფექტი შესაბამისი მულტიმედიური ობიექტების გამოყენებით.
   პრეზენტაციის მთავარი მიზანია აუდიტორიისათვის დიალოგის წარმართვის ხელშეწყობა. ამ მიზნის მიღწევას უნდა ემსახურებოდეს როგორც ტექსტი, ასევე ვიზუალური ეფექტები.



სსიპ ქალაქ თბილისის N81 საჯარო სკოლის სხვადასხვა კლასის მიერ მომზადებული საპრეზენტაციო დოკუმენტები, ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე.





წილადები


    m/n სახის რიცხვს, სადაც m, n ϵ N წილადი ეწოდება.
    m-ს წილადის მრიცხველი ეწოდება, ხოლო n-ს მნიშვნელი.
     მნიშვნელი n მიუთითებს რამდენ ტოლ ნაწილად არის გაყოფილი მთელი, მრიცხველი m კი რამდენი ნაწილი არის აქედან აღებული.
     თუ m<n, მაშინ წილადს წესიერი ეწოდება, ხოლო თუ m ≥ n, მაშინ - არაწესიერი წილადი. ნებისმიერი წესიერი წილადი 1-ზე ნაკლებია და ნებისიერი არაწესიერი წილადი მეტია ან ტოლი 1-ის, 
კომპიუტერი და ბავშვი

(ბუკი)

     ჩვენს დროში, ინფორმაციის ეპოქაში, კომპიუტერი ჩვეულებრივი მოხმარების საგნად იქცა. ბევრს ვეღაც კი წარმოუდგენია ცხოვრება მის გარეშე. არ არის გასაკვირი, რომ ბავშვებისთვისაც ის უკვე ყოველდღიურობის ნაწილია.  
      კომპიუტერთან ურთიერთობას ბავშვი საკმაოდ ადრეულ ასაკში იწყებს. სკოლამდელი ასაკის ბავშვი ერთობა სხვადასხვა განმავითარებელი თამაშებით, რომლებიც ხელს უწყობს ყურადღების, მეხსიერების, აზროვნების , ხელის მოტორიკის განვითარებას, რეაქციის სისწრაფეს, აცნობს ბავშვს ასოებს, რიცხვებს და გარემომცველ სამყაროს სხვა რეალობებს. 
   მოსწავლეთათვის კომპიუტერი შეუცვლელი საგანია. ასაკის მატებასთან ერთად ის გამოიყენება უკვე არა მხოლოდ თამაშებისათვის, არამედ ინფორმაციისა და ცოდნის მისაღებად.

        საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა დაწყებით კლასებში:

  • ზრდის მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციას;











  • უვითარებს ბავშვს ინფორმაციასთან მოძიების უნარს;










     
  • ხდის სასწავლო პროცესს უფრო საინტერესოს, დიფერენცირებულს და ინდივიდუალურს;












  • კომპიუტერის საშუალებით თამაშის ელემენტების ჩართვა სასწავლო პროცესში ხელს უწყობს სასწავლო მასალის უკეთესად აღქმას.





        პირველი კლასის მოსწავლეები ხალისით ეკიდებიან საგანმანათლებლო თამაშებს, რაც ხელს უწყობს მათ  სწარაფი აზროვნების ჩამოყალიბებაში და ყურადღების განვითარებაში. მოსწავლეები განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებიან გრაფიკულ რედაქტორში მუშაობის პროცესს. მათ მიერ შესრულებული ნამუშევრები საკმაოდ საინტერესოა.






          




I  კლასის მოსწავლეთა ნამუშევრები: